Belive

კილიან მბაპე კორონავირუსზე შეამოწმეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავი, კილიან მბაპე კორონავირუსზე შეამოწმეს. ფრანგი ფეხბურთელი ყელის მწვავე ინფექციის გამო ვარჯიშზე 2 დღის განმავლობაში ვერ გამოცხადდა და სამომავლო საფრთხის პრევენციისთვის, მას კორონავირუსზე შემოწმება მოუწია. ანალიზის შედეგები ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა. საბედნიეროდ, ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა და ახალგაზრდა ფეხბურთელს საფრთხე არ ემუქრება. მისი დიაგნოზი მწვავე ანგინაა (ინფექციური დაავადება, რომელიც გლანდებისა და ლიმფური ჯირკვლების ანთების ფონზე მიმდინარეობს). კორონავირუსი (COVID-19) ბოლო დღეებში საფრანგეთში ძალიან სწრაფი ტემპით ვრცელდება. ამ მომენტისთვის, საფრანგეთში 1784 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 33 ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მბაპესთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა "პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა: "კილიანი ავადაა, მას ანგინას დიაგნოზი დაუდგინდა. თუმცა არის შანსი, რომ მან თამაში მაინც მოახერხოს," განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ჩემპინთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში, "პსჟ" საკუთარ მოედანზე "ბორუსიას" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი გერმანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.  

სხვა სტატიები