Belive

კილიან მბაპემ, შესაძლოა, მადრიდის რეალთან ითამაშოს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელი, კილიან მბაპე მძიმე ტრავმას გადაურჩა და ,,რეალთან'' მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში თამაშს შეძლებს. L'Equipe-ს ცნობით, კილიანმა იდრისა გეიესთან ვარჯიშზე შეჯახების შედეგად მარცხენა ფეხი დაიზიანა, დღეს ჩატარებულმა გამოკვლევამ კი აჩვენა, რომ ფეხბურთელს მოტეხილობა არ აქვს. ამ ეტაპზე გუნდის ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ პარიზელთა ერთ-ერთი ლიდერი ოთხშაბათის მატჩისთვის ბოლომდე მზად იყოს. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა ,,პსჟ-სა” და ,,რეალს” შორის პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს სწორედ 23 წლის შემტევმა გაიტანა. მიმდინარე სეზონში მბაპეს ანგარშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 24 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.


სხვა სტატიები