Belive

კილიან მბაპე: "მე და ჩემი ოჯახი ყველა გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"პსჟ''-ს 21 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა კილიან მბაპემ საკუთარი ოჯახის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა გადაწყვეტილებას ერთად იღებენ, ეს მის "პსჟ"-ში დარჩენას ან წასვლასაც ეხება. მბაპეს "პსჟ"-თან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, ფრანგული კლუბი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს 21 წლის შემტევთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე. მბაპეს მომავალი საყოველთაო ყურადღების ცენტრშია, ვინაიდან მისი კონტრაქტის ვადა ფრანგულ კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდე ამოიწურება. "პსჟ" აცნობიერებს, რომ თუ მბაპეს გუნდში დატოვება სურს მას ახალი პირობები უნდა შესთავაზოს ან განიხილოს მისი გაყიდვის შესაძლებლობა, რათა თავიდან აიცილოს მისი უფასოდ წასვლა 18 თვის შემდეგ. თავად ფეხბურთელი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ყველა გადაწყვეტილებას ოჯახთან ერთად მიიღებს. Copa90-თან საუბრისას მბაპემ განაცხადა:
"ყველა გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ, როგორც ოჯახი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათი დახმარებით ვარ ახლა იქ, სადაც ვარ". "მათ გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევდი. ყველას კარიერაში დგება რთული მომენტი და როდესაც ეს რთული მომენტი დგება ვხდებით, თუ ვინ არის მზად, რომ დაგეხმაროს. ჩემი მშობლები ყოველთვის ჩემ გვერდით არიან". "მათ გარეშე არ მექნებოდა ის ყველაფერი, რაც ახლა გამაჩნია. ისინი სწორ გზაზე მაყენებენ, ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი მშობლები მყავს".
ფრანგული კლუბი იმედოვნებს, რომ მოახერხებს 21 წილს შემტევის შენარჩუნებას. თავის მხრივ, მადრიდის "რეალიც" აქტიურად აკვირდება მბაპეს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.  

სხვა სტატიები