Belive

კილიან მბაპე პარი სენ ჟერმენთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელი, კილიან მბაპე, პარიზულ კლუბში რჩება. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს. წყაროს ცნობით, ფეხბურთელი ,,პსჟ-სთან'' მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს. გუშინ ფრანგულმა მედიამ კილიანის დედის კომენტარი გაავრცელა, რომელმაც თქვა, რომ მბაპეს ,,რეალი'' და ,,პსჟ'' იდენტურ პირობებს სთავაზობდნენ და მის შვილს გადაწყვეტილება უნდა მიეღო. მბაპე ,,პარი სენ ჟერმენში'' 2017 წლიდან თამაშობს. 23 წლის შემტევის ანგარიშზე პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ 216 მატჩში 168 გოლი და 87 ასისტია.


სხვა სტატიები