Belive

კილიან მბაპე პსჟ-ს ისტორიაში მესამე ადგილზე გადავიდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "პარი სენ-ჟერმენმა" "ბარსელონა" კილიან მბაპეს ჰეთ-თრიქისა და მოიზე კინის გოლებით (4:1) დაამარცხა. ფრანგი ტალანტისთვის, რომელსაც კამპ ნოუზე ბენეფისი ჰქონდა, სტატისტიკურად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა. გარდა იმისა, რომ ანდრეი შევჩენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კამპ ნოუზე, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში 3 ბურთის შეგდება მოახერხა, ინდივიდუალური პარიზული მონაცემებიც გაიმყარა. "ბარსას" კარში შესრულებული ჰეთ-თრიქი 22 წლის თავდამსხმელისთვის საფრანგეთის დედაქალაქური კლუბის მაისურით 111-ე აღმოჩნდა, რა მაჩვენებლითაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებს შორის მესამე ადგილზე გადავიდა. მბაპემ კამპ ნოუზე გატანილი გოლებით ვეტერან პორტუგალიელ თავდამსხმელს, პაულეტას გადაასწრო. მბაპეზე წინ ამ კომპონენტში მხოლოდ ორი ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი (156) და ედინსონ კავანი (200) არიან. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი, "ბლაუგრანას" საპასუხო შეხვედრაში, 11 მარტს, "პარკ დე პრენსზე" უმასპინძლებს.

სხვა სტატიები