Belive

კილიან მბაპე პსჟ-ში ყოფნით ბედნიერი არ არის

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ახალგაზრდა სუპერვარსკვლავი პარიზულ გრანდში ყოფნით კმაყოფილი არ არის. კილიანს სურს, რომ კლუბი რაც შეიძლება მალე დატოვოს.

დიდი ხნის განმავლობაში ევროპულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კილიანს “პსჟ-ს” დატოვება სურდა. ასევე ფაბრიციო რომანოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, პარიზელები მას არც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაყიდიან.

მთელი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში, კილიან მბაპეს დამატების სურვილი მადრიდის “რეალს” ჰქონდა, მაგრამ მან კლუბში დარჩენა და ახალი კონტრაქტის გაფორმება არჩია, რომელიც ძალაში 2025 წლამდე იქნება. რაც შეეხება ანაზღაურებას, იგი ყოველწლიური 50 მილიონი ევროთი განისაზღვრა, რასაც ხელშეკრულების გაფორმებისთვის ბონუსის სახით 100 მილიონი ევრო დაემატა.

ჭორების თანახმად, ახალგაზრდა ფრანგს მის თანაგუნდელებთანაც ცუდი ურთიერთობა აქვს. საინტერესოა რამდენ ხანში დატოვებს მბაპე პარიზს და რომელ კლუბს აირჩევს სამომავლოდ?

სხვა სტატიები