Belive

კილიან მბაპე საფრანგეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ნაკრებისა და "პსჟ"-ს შემტევი, კილიან მბაპე საფრანგენგეთის 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელია.  FranceFootball-ის გამოკითხვაში 20 წლის მბაპემ პირველი ადგილი დაიკავა. საუკეთესოს სპეციალური ჟიური ავლენდა. მას კონკურენციას მადრიდის "რეალის" მცველი, რაფაელ ვარანი და "ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი უწევდნენ. კილიან მბაპემ წელს უკვე მოიგო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი და ოქროს ბურთის ბრძოლაში მეოთხე ადგილი დაიკავა. წელს მბაპემ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობაც იზეიმა.

სხვა სტატიები