UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, “რეალმა” მადრიდის ქუჩებში საჩემპიონო მსვლელობა მოაწყო და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მოგება, ფანებთან ერთად აღნიშნა.
ესპანეთის ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების მიუხედავად, “ბლანკოსის” გულშემატკივრებს, კილიან მბაპეს სატრანსფერო საგა არ დავიწყებიათ. მადრიდელები მბაპეს საქციელს ღალატად თვლიან და მისი მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იშურებენ. გამონაკლისი არც საჩემპიონო მსვლელობა აღმოჩნდა, რომლის დროსაც, მადრიდელებმა მბაპეს უმღერეს.
Real Madrid fans too preoccupied with Kylian Mbappé during their Champions’ League title celebrations:
“Kylian Mbappé, son of a b***h.” (🎥@videosdetrunks) pic.twitter.com/ZYrZDAbh5r
— Get French Football News (@GFFN) May 29, 2022