Belive

კილიან მბაპემ მორიგი რეკორდი დაამყარა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პარი სენ-ჟერმენისა" და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ მორიგი რეკორდი დაამყარა. 20 წლის ფრანგი ვარსკვლავი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და არაერთ შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა. საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, საფრანგეთი ისლანდიას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, ფრანგთა შემადგენლბოაში კი უმნიშვნელოვანესი გოლის ავტორი კილიან მბაპე გახდა. ისლანდიასთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ, კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრების რეკორდსმენი გახდა. მბაპე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 20 წლის ასაკში, საფრანგეთის ნარკების მაისურით 10 გოლის გატანა შეძლო. საფრანგეთის ნაკრებში, 20 წლის ფორვარდის დებიუტი 2017 წელს შედგა. მას შემდეგ მბაპემ 25 შეხვედრაში მოირგო "მამლების" მაისური.

სხვა სტატიები