Belive

კილიან მბაპემ პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, პარიზულ კლუბთან ხელშეკრულება 2025 წლამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას ფრანგული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს:

,,პარი სენ ჟერმენში თავგადასვლის გაგრძელებით და პარიზში, ჩემს ქალაქში, დარჩენით ძალიან ბედნიერი ვარ. იმედია, გავაგრძელებ იმის კეთებას, რაც მიყვარს და თქვენთან ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებ,'' - განაცხადა კილიანმა.
მბაპე ,,პარი სენ ჟერმენში” 2017 წლიდან თამაშობს. 23 წლის შემტევის ანგარიშზე პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ 216 მატჩში 168 გოლი და 87 ასისტია.

სხვა სტატიები