Belive

კილიან მბაპემ საფრანგეთის თასის ფინალში საოცარი სისწრაფე განავითარა (ვიდეო)

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

„სტად დე ფრანსზე“ საფრანგეთის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც „პსჟ-მ“ "მონაკო“2:0 დაამარცხა და ბოლო 7 წლის განმავლობაში, საფრანგეთის თასს მეექვსედ დაეუფლა. ნეიმარის გარეშე მოთამაშე პარიზელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. ორივეში მონაწილეობა მიიღო კილიან მბაპემ. მე-17 წუთზე მისი გადაცემით ანგარიში მაურო იკარდიმ გახსნა, 81-ე წუთზე კი მბაპემ დი მარიას პასით საკუთარი გოლი გაიტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მატჩის მე-16 წუთზე, მაშინ როდესაც "მონაკო" კუთხურს აწვდიდა, კილიან მბაპემ ბრწყინვალე კონტრშეტევა წამოიწყო და საოცარი სიჩქარე განავითარა:

ამ მომენტიდან 3 წუთში კი ფრანგმა ვუნდერკინდმა ბრწყინვალე პრესინგით შეცდომა დააშვებინა "მონაკოს" მცველებს და საგოლე გადაცემა მიითვალა.  

სხვა სტატიები