Belive

კილიან მბაპეს რეკორდული მაჩვენებელი პირველი გოლის დროს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე მიუნხენში, "ბაიერნმა" "პსჟ"-ს უმასპინძლა. შეხვედრა საწყისი წუთებიდანვე სანახაობრივი აღმოჩნდა და მიუხედავად გერმანელების უდიდესი უპირატესობისა, მაინც ფრანგების გამარჯვებით, ანგარიშით 2:3 დასრულდა. ერთ-ერთმა მედიაგამოცემამ საკმაოდ საინტერესო ფაქტი დააფიქსირა, სადაც მე-3 წუთზე გატანილი გოლის დროს, კილიან მბაპე გოლის გატანამდე, 1.88 წამში 11 ნაბიჯს დგამს, რაც თითქოს შეუძლებლად ჟღერს, თუმცა ახალგაზრდა ფრანგი ამტკიცებს, რომ მისთვის შეუძლებელი თითქმის არაფერია. იხილეთ ვიდეო:

"რეკორდმაისტერებისა" და პარიზელების საპასუხო მატჩი 13 აპრილს, პარიზში, "პარკ დე პრენსზე" გაიმართება.

სხვა სტატიები