Belive

კიმიხმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში, "ლაციოს" დამარცხების შემდეგ, ჯოშუა კიმიხი ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ისტორიაში შევიდა: გერმანელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 50 მატჩში 38 გამარჯვებას მოუყარა თავი. ამ პერიოდში, კიმიხმა 10 გოლის გატანა შეძლო, მისმა გუნდმა კი მარცხი მხოლოდ 5-ჯერ იწვნია. კიმიხის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე 2015 წელს შედგა: გერმანელმა "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში (3:0) 15 წუთით ითამაშა. მას შემდეგ, კიმიხმა ბავარიული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი მყარად დაიკავა და ზედიზედ ორჯერ, ნახევარფინალში ითამაშა, გასულ სეზონში კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებაც იზეიმა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ტრავმის გამო, გერმანელი ფეხბურთელი მოედანზე სულ 25-ჯერ გამოვიდა.

ყველაზე მეტი გამარჯვება სასტარტო 50 მატჩში

  • 38 - ჯოშუა კიმიხი
  • 36 - თომას მიულერი
  • 36 - კაზემირო
  • 35 - მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
  • 35 - კარვახალი, ისკო, მარსელო.
 

სხვა სტატიები