Belive

კინგსლი კომანმა ბოლო 9 სეზონში ეროვნული ჩემპიონატი მეათედ მოიგო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, მიუნხენის ,,ბაიერნმა'' ქვეყნის ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა. შედეგად, ,,რეკორდმაისტერის'' შემტევმა, კინგსლი კომანმა, ბოლო 9 სეზონში ეროვნული ჩემპიონატი მეათედ მოიგო. 24 წლის ფრანგმა 2012/2013 და 2013/2014 წლებში ,,ლიონის'' მაისურით საფრანგეთის ჩემპიონობა იზეიმა, 2014/2015 და 2015/2016 წლებში - იტალიის (2015/16 წლების სეზონში კინგსლი გერმანიის ჩემპიონიც გახდა), 2016 წლიდან კი კომანი გერმანიის ბუნდესლიგის გამარჯვებული ხდება. მიმდინარე სეზონში კინგსლის ანგარიშზე ,,ბაიერნის'' მაისურით ჩატარებულ 36 მატჩში 6 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.



 

სხვა სტატიები