Belive

კინგსლი კომანს გულის ოპერაცია ჩაუტარდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევს - კინგსლი კომანს, გულის ოპერაცია ჩაუტარდა. ეს ინფორმაცია მიუნხენური კლუბის ოფიციალურმა "Twitter" გვერდმა და კლუბის მწვრთნელმა - იულიან ნაგელსმანმა დაადასტურა.

"კომანს გუშინ გულის ოპერაცია ჩაუტარდა. მისი გულისცემის რიტმს ჰქონდა პრობლემა, რის გამოც მას ვარჯიშზე ხშირად სუნთქვა უჭირდა, ამიტომ ვარჩიეთ რომ ის რამდენიმე ხნით დაგვაკლდეს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ დაემუქროს და უფრო ჯანმრთელი და ძლიერი დაგვიბრუნდეს". - უილიან ნაგელსმანი

სხვა სტატიები