Belive

კინოთეატრი ბათუმის ახალ სტადიონზე - არენის მშენებლობა სრულდება (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"შპს სტადიონი", რომელიც ბათუმის ახალი არენის მშენებლობაზე ზრუნავს, სოციალურ ქსელში ახალ ვიდეოს აქვეყნებს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ბათუმის "დინამოს" ახალი არენის სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასრულებულია და ამ ეტაპზე მხოლოდ შიდა მოპირკეთებითი და კოსმეტიკური სამუშაოები და უსაფრთხოების სისტემის მონტაჟიღა მიმდინარეობს. კიდევ ერთი საინტერესო სიახლე ბათუმელი გულშემატკივრისთვის: სტადიონის გარე ფასადზე დამონტაჟდება კინოთეატრი, რომელზეც ავტომობილებით მისულ მოქალაქეებს სასურველი ფილმის ხილვის შესაძლებლობა ექნებათ.  

სხვა სტატიები