Belive

კიტეიშვილი დაბრუნდა - ოთო მოედანზე გამორჩეული იყო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
1 თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ოთარ კიტეიშვილი მოედანს დაუბრუნდა. ქართველმა ფეხბურთელმა ავსტრიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში "ადმირას" წინააღმდეგ ითამაშა. 24 წლის ნახევარმცველმა 21 თებერვალს კუნთის ტრავმა მიიღო. თავდაპირველი ვარაუდით, ის თამაშს აპრილამდე ვერ მოახერხებდა. საბედნიეროდ, კიტეიშვილმა ტრავმა დროზე ადრე მოირჩინა. ოთარი ვილი სანიოლმა სადებიუტო მატჩებისთვისაც გამოიძახა. რაც შეეხება მატჩს, "შტურმისა" და "ადმირას" შეხვედრა 0:0 დასრულდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მოედანზე 78 წუთი გაატარა. კიტეიშვილი გრაცელთა რიგებში ერთი-ერთი საუკეთესო იყო.  

სხვა სტატიები