Belive

შტურმის მწვრთნელი - კიტეიშვილი სრული დატვირთვით ემზადება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოთარ კიტეიშვილი უმნიშვნელოვანეს სანაკრებო მატჩებამდე სრულად გამოჯანმრთელდა. გრაცის "შტურმის" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი უკვე სრული დატვირთვით ემზადება და რამდენიმე დღეში ვილი სანიოლის გუნდს შეუერთდება. როგორც ავსტრიელთა მთავარი მწვრთნელი, კრისტიან ილცერი ამბობს, 24 წლის ქართველი ნახევარმცველი თავს კარგად გრძნობს.
"დღეს სერიოზულად ვიმუშავეთ. კიტეიშვილი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და დაბრუნებისთვის ემზადება. ოთო და გრეგორი ვიუტრიხი ფორმაში არიან და შემდეგი თამაშისთვის ჩვენთან იქნებიან. ვიხილავთ თუ არა მათ "ადმირასთან" სასტარტო შემადგენლობაში, ეს კვირას, თამაშამდე გაირკვევა," - განაცხადა "შტურმის" მწვრთნელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
აღსანიშნავია, რომ კიტეიშვილის გამოჩენა სანიოლის 25 კაციან განაცხადში მოულოდნელი იყო. თავდაპირველი ინფორმაციით, ცნობილი იყო, რომ ქართველი თამაშს მარტის ბოლომდე ვერ მოახერხებდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ თამაშს 25 მარტს, შვედეთთან გამართავს. სანიოლის დებიუტიდან 3 დღეში "ჯვაროსნები" ესპანეთს უმასპინძლებენ, 31 მარტს კი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები