Belive

კიტეიშვილის მორიგი ტრავმა - შესაძლოა ნაკრებში ვერ ითამაშოს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში ტრავმა მიიღო. "ვოლფსბერგთან" შეხვედრის 65-ე წუთზე ქართველ ნახევარმცველს მოედნის დატოვება მოუწია. "შტურმის" ერთ-ერთმა ლიდერმა 1:2 წაგებულ თამაშში კუნთი დაიზიანა. როგორც გრაცელების ოფიციალური გვერდი წერს, კიტეიშვილი რამდენიმე კვირას გამოტოვებს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარტში 3 უმნიშვნელოვანესი თამაში ელის. სანიოლის გუნდი ჯერ შვედეთს, შემდეგ ესპანეთს, ბოლოს კი საბერძნეთს დაუპირისპირდება. სამწუხაროდ, დიდია იმის შანსი, რომ ოთარი აღნიშნულ მატჩებში ნაკრებს გამოაკლდეს. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო 24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებულ ფინალშიც ვერ ითამაშა. კიტეიშვილს კორონავირუსის გამოც გაუცდა, ჯამში კი, ავსტრიის ჩემპიონატის 15 მატჩში 5 გოლი და 3 ასისტი აქვს.

სხვა სტატიები