Belive

კითხვა პრემიერ ლიგის გუნდების ფანებს: ჩემპიონი სიტი უნდა გახდეს თუ ლივერპული?

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბრძოლა ჩემპიონობისთვის პრემიერ ლიგაში უფრო და უფრო დაძაბული ხდება: ინგლისის წლის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის "ლივერპული" და "სიტი" უდანაკარგოდ იბრძვიან. "მერსისაიდელებს" 35 მატჩში 88 ქულა აქვთ დაგროვებული, ხოლო გვარდიოლას შეგირდებმა კი 1-ით ნაკლებ თამაშში 86 ქულას მოუყარეს თავი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინგლისელ გულშემატკივრებს შორის ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მთავარი კითხვაც შემდეგი იყო: "ლივერპულსა" და "სიტის" შორის, რომელ გუნდს ისურვებდით პრემიერ ლიგის ჩემპიონად? გთავაზობთ შედეგებს:
  • ლივერპულის გულშემატკივრები: ლივერპული 100% - 0% მანჩესტერ სიტი
  • მანჩესტერ სიტის გულშემატკივრები: ლივერპული 0% - 100% მანჩესტერ სიტი
  • ტოტენჰემი გულშემატკივრები: ლივერპული 53% - 47% მანჩესტერ სიტი
  • არსენალის გულშემატკივრები: ლივერპული 53% - 47% მანჩესტერ სიტი
  • ჩელსის გულშემატკივრები: ლივერპული 47% - 53% მანჩესტერ სიტი
  • მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრები: ლივერპული 36% - 64% მანჩესტერ სიტი
  • ევერტონის გულშემატკივრები: ლივერპული 33% - 67% მანჩესტერ სიტი
  • უოტფორდის გულშემატკივრები: ლივერპული 56% - 44% მანჩესტერ სიტი
  • ლესტერის გულშემატკივრები: ლივერპული 60% - 40% მანჩესტერ სიტი
  • ვულვზის გულშემატკივრები: ლივერპული 72% - 28% მანჩესტერ სიტი
  • ვესტ ჰემის გულშემატკივრები: ლივერპული 71% - 29% მანჩესტერ სიტი
  • კრისტალ პალასის გულშემატკივრები: ლივერპული 62% - 38% მანჩესტერ სიტი
  • ნიუკასლის გულშემატკივრები: ლივერპული 64% - 36% მანჩესტერ სიტი
  • ბორნმუთის გულშემატკივრები: ლივერპული 72% - 28% მანჩესტერ სიტი
  • ბარნლის გულშემატკივრები: ლივერპული 50% - 50% მანჩესტერ სიტი
  • საუთჰემპტონის გულშემატკივრები: ლივერპული 48% - 52% მანჩესტერ სიტი
  • ბრაიტონის გულშემატკივრები: ლივერპული 52% - 48% მანჩესტერ სიტი
  • კარდიფის გულშემატკივრები: ლივერპული 59% - 41% მანჩესტერ სიტი
  • ფულემის გულშემატკივრები: ლივერპული 73% - 27% მანჩესტერ სიტი
  • ჰადერსფილდის გულშემატკივრები: ლივერპული 75% - 25% მანჩესტერ სიტი
შემდეგ მატჩს "ლივერპული" საკუთარ მოედანზე "ჰადერსფილდთან" გამართავს, ხოლო "სიტი" კი "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხებას შეეცდება.

სხვა სტატიები