Belive

კლარენს ზეედორფი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ფეხბურთელი, კლარენს ზეედორფი, კამერუნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება კამერუნის სპორტისა და კულტურის მინისტრმა მუელე კომბიმ გააკეთა. ზეედორფი კამერუნის ნაკრების ხელმძღვანელად გასული წლის აგვისტოდან მუშაობდა, თუმცა კამერუნელებმა აფრიკის ერთა თასზე წარმატების მიღწევა ვერ შეძლეს და ტურნირს მერვედფინალიდან გამოემშვიდობნენ. ჯერჯერობით, ზეედორფის სამწვრთნელო კარიერა წარმატებულად არ ვითარდება - ჰოლანდიელმა "მილანში" ნახევარი წლის განმავლობაში იმუშავა, რასაც ჩინური "შენჟენი" და ესპანური "დეპორტივო"მოჰყვა. საერთო ჯამში, ზეედორფის ხელმძღვანელობით, "მილანმა," "შენჟენმა," "დეპორტივომ" და კამერუნმა 64 მატჩი ჩაატარეს, სადაც 21 გამარჯვება მოიპოვეს (32.81%-იანი მაჩვენებელი).

სხვა სტატიები