Belive

კლარენს ზეედორფმა სიტი-რეალის მატჩზე პროგნოზი გააკეთა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა კლარენს ზეედორფმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩის წინ, თავისი ყოფილი გუნდის მადრიდის "რეალის" მიერ "მანჩესტერ სიტის" ბარიერის დაძლევის შესაძლებლობაზე ისაუბრა. "ვფიქრობ, ზიდანის დაბრუნებამ გუნდს თავისი ქიმია და დნმ დაუბრუნა. პანდემიით გამოწვეული პაუზის დასრულების შემდეგ, "რეალი" შესანიშნავად გამოიყურებოდა თანაც იმის ფონზე, რომ "ბარსელონას" ჩავარდნა ჰქონდა. როცა გუნდში ისეთი გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელები გყავს, როგორებიც სერხიო რამოსი და ქარიმ ბენზემა არიან, ეს საერთო განწყობას გაცილებით ამაღლებს და მოტივაციას აჩენს. წინა მატჩის შედეგს თუ არ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტად მივიჩნიოთ, ისევე როგორც "სიტი", რადგან ჩვენ საუკეთესო გუნდებზე ვსაუბრობთ. ცხადია, ძალიან რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია და "სამეფო კლუბს" "სიტის" ბარიერის დაძლევა შეუძლია", - თქვა 44 წლის ვეტერანმა. "სანტიაგო ბერნაბუზე" გამართულ შეხვედრაში "ქალაქელებმა" 2:1 იმარჯვეს. საპასუხო შეხვედრა 7 აგვისტოს, მანჩესტერში გაიმართება.

სხვა სტატიები