Belive

კლატენბურგი: "მაგუაირი უნდა გაეძევებინათ" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგის ყოფილმა, გამოცდილმა მსაჯმა მარკ კლატენბურგმა "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრაში საკამათო ეპიზოდების შესახებ ისაუბრა. კლატენბურგმა აქცენტი ჰარი მაგუაირზე გააკეთა, რომელიც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ენტონი ტეილორმა არ დასაჯა. "მაგუაიერი მოედანზე არ უნდა ყოფილიყო მაშინ, როცა "ჩელსის" მეორე გოლი გაუტანა. პირველად ნახვისას მე მაგუაირის მხარეს ვიყავი, რადგანაც ისე ჩანდა, რომ მან ბურთზე ითამაშა და მეტოქეს ინერციით შეეხო, თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ მან ბატშუაის მისამართით თამაშის წესები დაარღვია. ჰარიმ მეტოქეს სახეში ფეხი მოუქნია და ის მოედნიდან უნდა გაეძევებინათ",-თქვა კლატენბურგმა. "წითელმა ეშმაკებმა" "არისტოკრატები" 2:0 დაამარცხეს და ოთხეულის საგზურისთვის ბრძოლაში დაბრუნდნენ.

სხვა სტატიები