Belive

კლაუდიო ბრავომ ტრავმა მიიღო

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ორშაბათს გამართულ ვარჯიშზე "მანჩესტერ სითის" მეორე მეკარე კლაუდიო ბრავომ ქუსლის დაზიანება მიიღო. 35 წლის მეკარე დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად ხუთშაბათს ბარსელონაში გაფრინდება. იმ შემთხვევაში თუ ედერსონს პრობლემა შეექმნება თამაშის კუთხით, მის ნაცვლად 20 წლის მეკარე დენიელ გრიმშოუ დაიცავს "სითის" კარს. ბრავო, რომელიც "სიტის" მეორე მეკარედ ითვლება, გასულ წელს სულ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ჯერჯერობით უცნობია რა სიმძიმის ტრავმა მიიღო ჩილელმა, შესაბამისად ისიც უცნობია რამდენ ხანში დაუბრუნდება იგი სტადიონს. "რაც არ უნდა მოხდეს, ან რამდენად ცუდიც არ უნდა იყოს დღევანდელი დღე, ცხოვრება გრძელდება, ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება." წერს ინსტაგრამზე საკუთარ პოსტში ჩილელი მეკარე.

No importa lo que pase, o lo malo que parezca el día de hoy, la vida continúa y mañana sin duda será mejor 💪🏻👍🏻😉

A post shared by Claudio Bravo Muñoz (@claudiobravo1) on

სხვა სტატიები