Belive

კლაუდიო პისარო ბაიერნის ელჩი გახდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" ელჩების სიას, რომელსაც გუნდის ყოფილი ფეხბურთელები - ჯოვანი ელბერი, ლოთარ მათეუსი და ბიქსენტ ლიზარაზუ აკომპლექტებენ, კლაუდიო პისაროც შეუერთდა. პერუელ ფორვარდს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, "ბაიერნის" სახელის, ტრადიციებისა და ღირებულებების გავრცელება და პოპულარიზაცია დაევალება. პისარომ, რომელსაც "ბაიერნის" შემადგენლობაში 327 მატჩში 125 გოლი აქვს გატანილი, გუნდში დაბრუნებასთან დაკავშირებით დიდი სიხარული გამოხატა: "აქ დაბრუნებით ბედნიერი ვარ, ეს ჩემი ოცნება იყო. ბაიერნს ყოველთვის ოჯახს ადარებენ და ეს სწორი შეფასებაა. ახლა, როდესაც გუნდში ახალი მოვალეობა მეკისრება, მისთვის ყველაფერს გავაკეთებ - ზუსტად ისე, როგორც ამას მოედანზე ვამტკიცებდი" - განაცხადა პისარომ. კლაუდიო პისარო 2001 წელს “ბაიერნში” ჩაირიცხა და 2007 წლამდე ითამაშა. 2008-2012 წლები პერუელმა “ვერდერში” გაატარა, 2012-2015 წლებში კი კვლავ “ბაიერნში” დაბრუნდა. პისარო "ბაიერნში" 2001-2009, ასევე 2012-2015 წლებში თამაშობდა. 2010 წლის 23 ოქტომბერს, მან "ბუნდესლიგის" რეკორდი დაამყარა: გერმანიის ჩემპიონატში მოთამაშე უცხოელ ბომბარდირებს შორის, პისარო პირველ ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები