Belive

კლოპი: ,,შემდეგ წელს სად ტარდება ფინალი? სტამბოლში. სასტუმრო დაჯავშნეთ!''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხის მიუხედავად, ოპტიმისტურადაა განწყობილი:
,,როცა სევილიასთან ბაზელში და რეალთან კიევში წავაგეთ, ვგრძნობდი, რომ ფინალში გასვლაც კარგი იყო. ეს სხვანაირი წარმატებაა და არა ისეთი, როგორის მიღწევაც გვინდა, მაგრამ მე მაქვს განცდა, რომ ამას ისევ შევძლებთ. ასეა, ნამდვილად კონკურენტუნარიანი გუნდი მყავს. ცხადია, კიდევ უფრო მეტს უნდა ვეცადოთ, მაგრამ ეს პრობლემა არაა... შემდეგ წელს სად ტარდება ფინალი? სტამბოლში. სასტუმრო დაჯავშნეთ!'' - განაცხადა კლოპმა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში მადრიდის ,,რეალმა” ,,ლივერპული” 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანა.

სხვა სტატიები