Belive

კლოპი რეალთან მატჩზე: ,,ჩვენი სტადიონი ენფილდია და ყველამ იცის, ეს რას ნიშნავს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრაზე ისაუბრა. ,,მერსისაიდელები'' პლეი-ოფში მადრიდის ,,რეალს'' შეხვდებიან:

,,პირველი, რისი თქმაც ამ წილისყრაზე შეგვიძლია, არის ის, რომ ეს ნამდვილი ჩემპიონთა ლიგაა. ვიცი, რომ ,,რეალს'' ფინალში არაერთხელ ვეთამაშეთ, მაგრამ ორმატჩიან დაპირისპირებაში მათთან შეხვედრა არც ისე ხშირად მოგვიწია, ამიტომ მატჩებს მოუთმენლად ველით.

,,რეალი'' ევროტურნირებზე საუკეთესოდ ასპარეზობს. თუმცა, ცუდი ჩვენი მდგომარეობაც არაა. გარდა ამისა, ჩვენი სტადიონი ,,ენფილდია'' და ყველამ იცის, ეს რას ნიშნავს. დიდი ფანტაზია არ სჭირდება იმას თუ როგორი ატმოსფერო იქნება ორივე მატჩში,'' - განაცხადა კლოპმა.

,,ლივერპულსა'' და ,,რეალს'' შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა 21 თებერვალს გაიმართება, საპასუხო მატჩს კი 15 მარტს მადრიდი უმასპინძლებს.

სხვა სტატიები