Belive

კლოპი აღიარებს, რომ ლივერპულმა ტიტულის დაცვისთვის ბრძოლა დაასრულა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის ჩემპიონატის 24-ე ტურში "ლესტერმა" იურგენ კლოპის "ლივერპულს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა. იურგენ კლოპმა "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის რანგში ზედიზედ 3 შეხვედრა პრემიერ ლიგაში პირველად წააგო. მატჩის შემდგომ გერმანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ "ლესტერთან" განცდილი მარცხის შემდეგ მოქმედმა ჩემპიონებმა ტიტულის დაცვისთვის ბრძოლა დაასრულეს. ჟურნალისტების კითხვაზე, არსებობს თუ არა იმედი, რომ "წითლები" ტიტულის დაცვას შეძლებენ, კლოპმა უპასუხა:
" დიახ, მიმაჩნია, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა დასრულდა, რადგან გულახდილად რომ გითხრათ, არა მგონია, რომ მიმდინარე სეზონში "სიტისთან" არსებული ჩამორჩენა აღმოვფხვრათ. ჩვენ თამაშების მოგება გვმართებს, დღევანდელ შეხვედრაში ჩვენი თამაშის უმეტესი ნაწილი ძალიან კარგი იყო". " თავიდან უნდა ავიცილოთ შეცდომები და გაუგებრობები. დღეს ორ შემთხვევაში ამის თავიდან აცილება ვერ შევძელით და ამის გამო მეტოქეს 2 გოლის გატანის საშუალება მივეცით". " შედეგებს დიდწილად თამაშის ხარისხი განაპირობებს. დღევანდელ მატჩში საკმარისად კარგად ვითამაშეთ იმისათვის, რომ მოგვეგო, თუ ბოლოსკენ რამდენიმე შეცდომას არ ჩავთვლით". " თამაშის დაწყებამდე ყველამ ვიცოდით, რომ ოზანი კარგი მოთამაშეა და ეს თამაშის შემდგომაც ვიცით, მაგრამ რასაც ჩვენ ვაკეთებთ,ის ჯერ მიუჩვეველია. ალისონს შეტევა და კარიდან გამოსვლა უყვარს, შეცდომებს გამოცდილი მოთამაშეებიც უშვებენ". " წინ რთული შეხვედრები გველის, ახლა სწორედ ამაზე ვფიქრობ და არა ტიტულებზე".
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "ლივერპულმა" 24 ჩატარებულ შეხვედრაში 40 ქულის მოპოვება შეძლო. სატურნირო ცხრილში ამ მომენტისთვის ის მე-4 ადგილზე იმყოფება და ლიდერ "სიტის" მთელი 10 ქულით ჩამორჩება, ამასთან გვარდიოლას გუნდს 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.      

სხვა სტატიები