Belive

კლოპი: "ალისონი იმდენად კარგია, რომ მასში ორმაგს გადავიხდიდი"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლისთან" დაპირისპირებისას, ბოლო წუთებში გაკეთებული საოცარი სეივის დამსახურებით, "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან პლეი-ოფში გადაინაცვლა. ალისონის შესანიშნავი თამაში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა შეაფასა და ბრაზილიელი მეკარისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ""წარმოდგენა არ მაქვს, ეს როგორ მოახერხა. ამ მომენტში არავინ ელოდა, რომ ალისონი კარის დაცვას მოახერხებდა. რომ მცოდნოდა, თუ რამდენად კარგი ფეხბურთელია ალისონი, მასში ორმაგ თანხას გადავიხდიდი. ეს სეივი გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე კარის მშრალად შენახვა - მან უდიდესი საქმე ძალიან მშვიდად, აუღელვებლად შეასრულა. ეს საოცარი, დაუჯერებელი მომენტი იყო, ასეთი რამ არასოდეს მინახავს," აღნიშნა გახარებულმა კლოპმა თამაშის შემდეგ. ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში "ლივერპულს" პრემიერლიგაში ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული, რაც დიდწილად, ალისონის დამსახურებაა. შეგახსენებთ, რომ გარკვეული დროით ალისონი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე იყო - მასში "მერსისაიდელებმა" £65 მილიონი გადაიხადეს. თუმცა იმავე წელს, ლონდონის "ჩელსიმ" ესპანელი კეპა არისაბალაგას სანაცვლოდ, ბილბაოს "ატლეტიკს" £71 მილიონი გადაურიცხა.

სხვა სტატიები