Belive

კლოპი: "არასოდეს დამავიწყდება"

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
7 მაისს "ენფილდზე" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრა, "ლივერპულსა" და "ბარსელონას" შორის გაიმართა. პირველ შეხვედრაში კატალონიელებმა საოცრად დიდი უპირატესობა მოიპოვეს, მათ საკუთარ კედლებში ინგლისელები 3-ბურთიანი უპირატესობით დაამარცხეს, თანაც ისე, რომ საკუთარი კარი მშრალად შეინახეს. "ლივერპული", რომ უდიდესი კლუბია და "ქამბექები" ბრწყინვალედ გამოსდის აქამდეც ცხადი იყო, თუმცა გუშინ მათ ნამდვილი საოცრება შეძლეს - ბრწყინვალე სეზონის მქონე "ბარსელონა" არამარტო დაამარცხეს, გაანადგურეს... მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მერსისაიდელების მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ემოციურად განაცხადა, რომ ეს შეხვედრა არასოდეს დაავიწყდება. "ჩვენ ნამდვილი საოცრება შევძელით, უდიდესი სხვაობის შემდეგ შევძელით და მომდევნო ეტაპზე ანუ ფინალში გავედით და თანაც როგორ - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი 4:0 დავამარცხეთ. მე არ ვიცი ასეთი რამ ჩემი კარიერის განმავლობაში ან საერთოდ ყოფილა თუ არა, სწორედ ამიტომ არასოდეს დამავიწყდება ეს შეხვედრა!", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა. შეგახსენებთ, "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე კატალონიელების 4:0 დამარცხების შედეგად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ზედიზედ მეორედ მოახერხა. ინგლისელების მეტოქის გარკვევა 8 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, სადაც ერთმანეთს "ამსტერდამ არენაზე" "აიაქსი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდებიან, მათ შორის პირველი შეხვედრა ინგლისში ჰოლანდიელების გამარჯვებით, ანგარიშით - 0:1 დასრულდა.

სხვა სტატიები