Belive

კლოპი ჩელსის ტრანსფერებზე: "საქმე მხოლოდ ხარისხში არ არის, ჩვენ გვაქვს ის, რაც დანარჩენებს აკლიათ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა სატრანსფერო ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ”ჩვენ ვცხოვრობთ გაურკვევლობის სამყაროში. ზოგიერთი გუნდისთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენად გაურკვეველია მომავალი. ეს არის კლუბებისა და ქვეყნების ოლიგარქების მდგომარეობაზე დამოკიდებული. ჩვენ სხვა კლუბი ვართ. ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფრის შეცვლა ერთ ღამეში და იმის თქმა, რომ ახლა "ჩელსისავით" ვიქცევით. ისინი უამრავ ფეხბურთელს ყიდულობენ. ეს შეიძლება იყოს უპირატესობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ყველა ერთად შეეფერებათ. საქმე მხოლოდ ხარისხში არ არის. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ 11 საუკეთესო მოთამაშე და იმედი გქონდეთ, რომ ისინი საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებენ. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ერთობლივ მუშაობაზე, რაც ალბათ ჩვენი უპირატესობაა, რადგან ჩვენ გვყავს ჩამოყალიბებული გუნდი.  ყოველთვის გვსურს გუნდის გაუმჯობესება, მაგრამ ამისთვის სხვადასხვა გზა არსებობს", - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფრენკ ლამპარდის გუნდმა კაი ჰავერტცი, ტიმო ვენრერი, ბენ ჩილუელი, ჰაკიმ ზიეჩი, მალანგა სარი და ტიაგო სილვა დაიმატა.

სხვა სტატიები