კლოპი: “ჩელსის წინააღმდეგ ყველაფერი გავაკეთეთ”

316
ნახვა

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, “ჩელსისთან” მოპოვებული უმნიშვნელოვანესი 3 ქულის შემდეგ განცხადება გააკეთა:

“ეს იყო თამაში, სადაც ორი ძლიერი გუნდი თამაშობდა. თამაში ძალიან დინამიური გამოვიდა – ჩვენ ვქმნიდით შანსებს, ვურტყამდით მეტოქის კარში და მინდა ვთქვა, რომ გამარჯვებისთვის აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ.

რაც შეეხება სალაჰის გოლს – ეს მსოფლიო დონის გოლი იყო. რაც მთავარია, ჩვენ მომდევნო მატჩებზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები, პრემიერ ლიგა აუცილებლად უნდა მოვიგოთ,” აღნიშნა მან.

(316)

კლოპი: “ჩელსის წინააღმდეგ ყველაფერი გავაკეთეთ”

სტატიის ავტორი
-