Belive

კლოპი: "ჩემი გუნდი სეზონის საუკეთესოა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც იცით, დღეს, პრემიერლიგის 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო შემადგენლობა დასახელდა. თერთმეტეული, რომელშიც "ლივერპულის" 4, "სიტის" 6 და "იუნაიტედის" 1 მოთამაშე მოხვდა, პრემიერლიგის ჩემპიონატის ფეხბურთელების ხმებით დაკომპლექტდა. მერსესაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან წლის გუნდი შეაფასა. "შემადგენლობის შედგენა "ლივერპულის" 4, 5, 6 ან 7-ით მეტი ფეხბურთელით შეიძლებოდა. ჩემი ფეხბურთელები ბრწყინვალე სეზონს ატარებენ. ვფიქრობ, რომ ზოგადად, "ლივერპული", სეზონის საუკეთესო გუნდია. რაც შეეხება სალაჰს, ვფიქრობ, რომ ეგვიპტელი ახლაც უნდა აერჩიათ. მო პრემიერლიგის ბომბარდირთა დავაში წელსაც მაღალ პოზიციებზეა. ჩვენთვის მან საოცრად მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა," - თქვა კლოპმა.

პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო გუნდი ასე გამოიყურება:

_106586813_pfateamoftheyear

სხვა სტატიები