Belive

კლოპი: ,,ჩემპიონთა ლიგის საგზურს ასეთი არასტაბილური თამაშით ვერ გავიფორმებთ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრემიერლიგის ტოპ ოთხეულში მოხვედრის შანსები შეაფასა:

,,ფაქტობრივად, ეს ჩემი ერთადერთი საზრუნავი არ არის, სხვაც ბევრი მაქვს... მაგრამ, რა თქმა უნდა, ისეთი სულელი არ ვარ, რომ ჩამორჩენის შესახებ არ ვიცოდე. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის საგზურს ასეთი არასტაბილური თამაშით ვერ გავიფორმებთ.

ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ და შემდეგ ვნახოთ, სადამდე მივალთ... ბევრი რამ არის შესაძლებელი, მაგრამ ამისთვის მოგებაა საჭირო, ჩვენ კი ეს საკმარისად ხშირად ვერ გავაკეთეთ,'' - კლოპის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

პრემიერლიგის მე-14 ტურში ,,ლივერპულმა'' ,,ლიდს იუნაიტედს'' უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

12 თამაშის შემდეგ, კლოპის გუნდი 16 ქულით სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციაზეა და მეოთხეადგილოსან ,,ნიუკასლს'' 8 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები