Belive

კლოპი: "ჩვენი არავის ესმის, ეს დანაშაულია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა პრემიერლიგის "ბოქსინგ დეის" მატჩების შესახებ ისაუბრა. გერმანელი სპეციალისტის აზრით, ინგლისური ფეხბურთის ეს ტრადიცია სპორტული თვალსაზრისით გაუმართლებელია. "ორ დღეში ორი მატჩის ჩატარება ნამდვილი დანაშაულია. ეს არანაირად არის კარგი, მაგრამ რეალობა ასეთია. ყველა იმ ადამიანის კარგად მესმის, ვისთვისაც ეს დღე მნიშვნელოვანია, მაგრამ ასე არ უნდა ხდებოდეს. არ შეიძლება ფეხბურთელებს ორ შეხვედრას შორის შუალედი 48 საათი ჰქონდეთ, მაგრამ რეალურად ჩვენი სიტყვები არავის აინტერესებს. სპორტული მედიცინა ასეთ მომენტებში უძლურია. სხეულს ძალების აღდგენისთვის კიდევ უფრო მეტი დრო სჭირდება და ასეთ სიტუაციებში სპორტული მედიცინა უძლურია. ასეთი დატვირთვა მწვრთნელებისთვისაც ძალიან რთულია", - თქვა უკმაყოფილო კლოპმა. "ბოქსინგ დეიზე" "ლივერპული" უახლოეს მდევარ "ლესტერს" სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები