Belive

კლოპი დილემის წინაშე - ლივერპულს 2 დღეში 2 მატჩის გამართვა მოუწევს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მერსისაიდული გრანდის მესვეურებს რთული თავსატეხის გადაჭრა მოუწევთ. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, "ლივერპულს" 17 და 18 დეკემბერს 2 მატჩის გამართვა მოუწევს. "ლივერპული" FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ყატარში 11-21 დეკემბერს გაიმართება. ტურნირზე მერსისაიდელები ნახევარფინალური სტადიიდან ერთვებიან და შეხვედრას 18 დეკემბერს მართავენ. აღსანიშნავია, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მერსისაიდული გრანდის მიმართ არანაირი ტოლერანტულობა არ გამოიჩინა და კარაბაოს თასის 1/4-ფინალური დაპირისპირება 17 დეკემბერს დაუნიშნა. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კარაბაოს თასის 1/4-ფინალში, "ლივერპული" "ასტონ ვილას" 17 დეკემბერს დაუპირისპირდება - 18 დეკემბერს კი იურგენ კლოპის გაწვრთნილ გუნდს ყატარში მოუწევს მატჩის გამართვა. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ "ლივერპულს" მხოლოდ 21 დეკემბერს ჩანიშნული მატჩი გადაუდო, რომელშიც მერსისაიდული გრანდი "ვესტ ჰემს" უნდა დაპირისპირებოდა.

სხვა სტატიები