Belive

კლოპი: "ენფილდზე სიმეონესავით არ მოვიქცევი" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოსთან", ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად დამარცხების (0:1) შემდეგ, "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა. "როცა "ატლეტიკოს" მსგავსი გუნდისგან გოლს უშვებ, მეტოქისგან ყოველთვის თამაშის ჩაკეტვას უნდა ელოდე. მათ ასეთი შედეგი აწყობთ და უგოლო ფრეზეც თანახმანი იქნებოდნენ. რა გაეწყობა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და მოუთმენლად ველოდოთ საპასუხო შეხვედრას. რაც შეეხება ჰენდერსონის ტრავმას, 100%-ით ვერაფერს გეტყვით, იმედი მაქვს, რომ მისი დაზიანება მძიმე არ აღმოჩნდება. არა მგონია "ენფილდზე" ისე მოვიქცე, როგორც ეს დღეს "სიმეონემ" გააკეთა (არგენტინელი ქომაგებს რეგულარულად მოუწოდებდა). ჯერ არაფერი დასრულებულა",-თქვა კლოპმა.

სხვა სტატიები