Belive

კლოპი: "ერთ მომენტში ბურთი კვლავ ჩვენი მეგობარი გახდა"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში "ინტერის" (0:2) დამარცხების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
"ვფიქრობ, რომ კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ჩვენი ფლანგის მცველები ერთი-ერთზე სიტუაციაში ხშირად ხვდებოდნენ. ეს აქ არ მუშაობს, თუმცა იმედიანად ვიყავით, რომ კარგი დღე გვექნებოდა. ყველაფრით კმაყოფილი ვარ, გარდა დიოგო ჟოტას ტრავმისა. პორტუგალიელს მოედნის დატოვება ტერფის დაზიანების გამო მოუწია. ვიცოდით, რომ შესვენებაზე მისი შეცვლა მოგვიწევდა მინდა შევაქო მოედანზე შემოსული ჰენდერსონი და კეიტა, ლუის დიასმაც კარგად ითამაშა. ფირმინოს თამაშში შესასვლელად დრო სჭირდებოდა. ერთ-ერთ მომენტში, ბურთი კვლავ ჩვენი მეგობარი გახდა და თამაშიც მოვიგეთ," - თქვა კლოპმა.
"ლივერპულმა" "ინტერი" რობერტო ფირმინოსა და მოჰამედ სალაჰის გოლებით დაამარცხა. საპასუხო დაპირისპირება 8 მარტს გაიმართება.

სხვა სტატიები