Belive

კლოპი: "ინგლისური კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე დომინირებას ვეღარ შეძლებენ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ფინალებში ინგლისურმა გრანდებმა იასპარეზეს. ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ტრიუმფატორი იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ მიუხედავად გასული სეზონის წარმატებისა - ინგლისური კლუბები ევროტურნირებზე დომინირებას ვეღარ შეძლებენ. "ჯგუფები წარმოუდგენლად კარგი იქნება. არ ვიცი ვინ შეძლებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას. ჩვენ ისეთივე შანსი გვაქვს, როგორიც სხვა დანარჩენს. არ ვთვლი, რომ ინგლისური კლუბები დომინანტები იქნებიან." "მეორე კალათში უძლიერესმა გუნდებმა მოიყარეს თავი - ნებისმიერი მათგანი პირველ კალათში იმსახურებს ყოფნას. ვფიქრობ, რომ მესამე კალათი ამაზე ძლიერი არასდროს ყოფილა. მეოთხეში კი "ლაიფციგი" მოხვდა - საოცარია. "ბაიერნმა" პერიშიჩი და კოუტინიო დაიმატა, რის შედეგადაც საოცრად გაძლიერდა. "დორტმუნდს" 5 ცვლილების განხორციელება შეუძლია. შეხედავ მათ შემადგენლობას და გაოცებული დარჩები. ჩემპიონთა ლიგაზე არაერთი გრანდი იასპარეზებს. "იუვენტუსი", "პსჟ", "რეალი" - თქვენ ფიქრობთ, რომ მადრიდელები ოდესმე დანებდებიან?", - აღნიშნა იურგენ კლოპმა.

სხვა სტატიები