Belive

კლოპი: "ის სამ საუკეთესო თავდამსხმელს შორისაა, რომელიც პრემიერლიგაში მინახავს" 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გათამაშების ორი საუკეთესო გუნდი ერთმანეთს დაუპირისპირდება - "ლესტერი" "ლივერპულს" უმასპინძლებს. მერსისაიდელები უახლოეს მდევარ "მელიებს" 10 ქულით უსწრებენ, 27 დეკემბერს გასამართ შეხვედრაში კი უპირატესობის გაზრდის და ლიდერობის კიდევ უფრო განმტკიცების შესაძლებლობა ექნებათ. მატჩის წინ, "წითლების" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მეტოქის შესახებ ისაუბრა და "ლესტერის" თილისმა, ჯეიმი ვარდი შეაქო. "ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჯეიმი ვარდის შეჩერება იქნება. ის პრემიერლიგის იმ სამ საუკეთესო თავდამსხმელს შორისაა, რომელსაც ჩემი აქ მუშაობის პერიოდში უთამაშია. ვარდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძალიან რთულია. შევეცდებით, რომ მისი მისამართით გაკეთებულმა გადაცემებმა ადრესატამდე ვერ მიაღწიოს. ბრენდან როჯერსმა წარმოუდგენელი სამუშაო გასწია და ძალიან მაღალი სათამაშო ხარისხის მქონე, ტოპ კლასის გუნდი შექმნა. მართალია ისინი ამ ეტაპზე ევროპულ დონეზე არ თამაშობენ, თუმცა ეს მათი თამაშის მაღალ ხარისხს არ აკნინებს. სოიონჩუ-ევანსის დაცვის დუეტი მშვენიერ ფორმაშია, მათთან წარმატების მიღწევა გაგვიჭირდება. ამას ემატება საოცრად ძლიერი განაპირა მცველები.აგრესიული, ტექნიკური და შემქმნელი ფლანგელები და ამას ყველაფერს დაუმატეთ ჯეიმი ვარდი - ეს სუპერ გუნდია. "ლესტერი" საკუთარ რესურსს მაქსიმალურად კარგად იყენებს და ძალიან კარგი შედეგიც აქვს. საერთოდ არ მიკვირს მათი წარმატება",-თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები