კლოპი კილიან მბაპეს მამას დაუკავშირდა

ცნობილია, რომ კილიან მბაპეს “პსჟ-ში” ასპარეზობა დიდად აღარ ხიბლავს. მის მომავალს ძირითადად მადრიდის “რეალს” უკავშირებენ, მაგრამ ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგი ვარსკვლავი შესაძლოა “ლივერპულში” გადავიდეს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იურგენ კლოპი კილიანის მამას დაუკავშირდა და მის მომავალზე გაესაუბრა.

21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი დიდი ალბათობით სარეკორდო თანხის იქნება. ფრანგის ღირებულება 250 მილიონ ევრომდე მერყეობს, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაფრის ფასი ეცემა და შესაძლოა მბაპე ბევრად ნაკლებ ფასად გაიყიდოს.

ჯერ კიდევ ნოემბერში იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ არავის ძალუძს 250 მილიონი ევროს გადახდა და მბაპეს შეძენა, მაგრამ დღეს მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო გერმანელ სპეციალისტს იმედი აქვს, რომ კილიანის საბაზრო ღირებულება ბევრად ნაკლები იქნება და შეძლებს მის შეძენას.

ჯერჯერობით უცნობია კლოპისა და ვილფრიდ მბაპეს საუბრის დეტალები, მაგრამ სხვადასხვა ინფორმაციებზე დაყრდნობით უნდა ვივარაუდოთ, რომ მადრიდის “რეალს”, “ლივერპული” დიდ კონკურენციას გაუწევს.

(42)

კლოპი კილიან მბაპეს მამას დაუკავშირდა

სტატიის ავტორი
-