Belive

კლოპი: "ლივერპული მესით დაინტერესებულია? და ვინ არ არის?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიმდინარე სატრანსფერო სეზონის მთავარი ინტრიგა ლეო მესის უკავშირდება. საფეხბურთო სამყარო არგენტინელი ფეხბურთელის "ბარსელონასთან" განშორებასთან ახლოსაა. ინგლისურ მედიაში 33 წლის არგენტინელი "ლივერპულსაც" დაუკავშირეს, რაზეც კომენტარი იურგენ კლოპმა გააკეთა.
"ინტერესი? საკუთარ გუნდში მესის ხილვა ვის არ სურს?! თუმცა, შეუძლებელია. "ლივერპულმა" ამაზე ფიქრიც არ უნდა დაიწყოს, რადგან ამის შანსი უბრალოდ არ არსებობს. ცხადია, "სიტისთვის" ეს საჩემპიონო რბოლაში დიდი დახმარება იქნება. ლეოსთან ერთად მანჩესტერელების დამარცხება უფრო რთული იქნება. რაც შეეხება პრემიერლიგას, ჩემპიონატისთვის მისი ტრანსფერი 100%-ით კარგი იქნება. საუკეთესო ფეხბურთელის ყოფნა ლიგას ძალიან გააძლიერებს, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისს ეს არ სჭირდება. მესის, გარდა ესპანეთისა, სხვაგან არსად უთამაშია. ასე რომ, ტრანსფერი ამ მხრივაც საინტერესო იქნება," - თქვა კლოპმა.

სხვა სტატიები