Belive

კლოპი ლივერპულის წარუმატებლობაზე: ,,როგორ ფიქრობთ, ახლა რონალდუ კარიერის პიკშია? ეს ყველას ემართება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ,,მერსისაიდელთა'' წარუმატებელი პერიოდი ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს კარიერულ მომენტებს შეადარა:

,,როგორ ფიქრობთ, ახლა კრიშტიანუ რონალდუ კარიერის პიკშია? ეს ყველა ჩვენგანს ემართება. გასულ სეზონში თითქმის იგივე იყო ლეო მესის შემთხვევაშიც. ნაბიჯი სწორი მიმართულებით უნდა გადადგათ და როცა მზად იქნებით, თავდაჯერებულობაც დაბრუნდება.

ინდივიდუალურ სპორტში საკუთარ თავთან ბრძოლაა შესაძლებელი, მაგრამ გუნდურ სპორტში ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ. ეს კი, შესაძლოა, ბევრად უფრო რთული იყოს,'' - განაცხადა კლოპმა.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ,,ლივერპული'' 7 ტურის შემდეგ 10 ქულით სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციაზეა და პირველადგილოსან ,,არსენალს'' 11 ქულით ჩამორჩება.

კლოპის გუნდი მომავალ მატჩს ხვალ, ჩემპიონთა ლიგაზე, ,,რეინჯერსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები