Belive

კლოპი: "ლივერპულთან კონტრაქტის გახანგრძლივება? მე ჯერ არაფერი მომიგია"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის განცხადებით, იგი "მერსისაიდელებთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საერთოდ არ ფიქრობს. შეგახსენებთ, რომ გერმანელ სპეციალისტს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. "ახლა რაიმე რომ ვთქვა, მთელი მსოფლიო ამაზე საუბარს დაიწყებს. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა მე ჯერ არცერთი ტიტული არ მომიგია. არაა საჭირო 2022 წელთან დაკავშირებით ფიქრი, მანამდე დიდი გზააა გასავლელი. თუკი წელს "ლივერპული" ტიტულს მოიგებს, ბევრი იტყვის, რომ მე გუნდიდან გამარჯვებულის სახელით წასვლა შემეძლება. თუკი ვერაფერს მოვიგებთ, ბევრი იტყვის რომ ჩემი წასვლის დროა. მთავარია რომ დღეს გულშემატკივრები და გუნდის ხელმძღვანელობა კმაყოფილები არიან და ამ ტემპით უნდა გავაგრძელოთ პროგრესირება. თუკი ერთ-ერთი მხარე უკმაყოფილო დარჩება, მაშინ დამშვიდობება მოგვიწევს და იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება," განაცხადა იურგენ კლოპმა.

სხვა სტატიები