Belive

კლოპი: ,,მოჰამედ სალაჰი ისეთივე კარგია, როგორც რობერტ ლევანდოვსკი''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, გუნდის თავდამსხმელი, მოჰამედ სალაჰი, რობერტ ლევანდოვსკის შეადარა:
,,სალაჰი ლევანდოვსკის დონეზე თამაშობს და ამაში ორი აზრი არაა. მოჰამედი გოლების მანქანაა. მისი პროფესიონალიზმი შეუდარებელია. ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყოველთვის კარგ ფორმაში იყოს. ვარჯიშზე პირველი მოდის და ბოლოს მიდის. ტექნიკური მახასიათებლების გარდა, სალაჰს გოლების გატანა ძალიან უნდა, რაც ასევე სასარგებლოა. ეს მიდგომა ლევანდოვსკისთვისაც დამახასიათებელია. რა მომენტებიც უნდა შექმნა, მოედანზე რაც უნდა გააკეთო, ამას მნიშვნელობა არ ექნება თუ არ გეყოლება ადამიანი, რომელიც ბურთს მეტოქის კარში გადაგზავნის. მოჰამედი ამას საუკეთესო ფეხბურთელების დონეზე აკეთებს. მან ეს იცის, მისი სტატისტიკა წარმოუდგენელია,'' - კლოპის სიტყვებს The Guardian-ი ციტირებს.
სალაჰის ანგარიშზე ,,ლივერპულის'' მაისურით ჩატარებულ 209 შეხვედრაში 130 გოლი და 49 საგოლე გადაცემაა. ეგვიპტელს პრემიერლიგაში 99 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები