Belive

კლოპი: "მსაჯს ბარნლისთვის გოლი არ უნდა ჩაეთვალა!"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, "ბარნლისთან" მოგებული მატჩის შემდეგ (4:2) კომენტარი გააკეთა. "ბევრ ქვეყანაში "ბარნლის" მიერ გატანილ გოლს არ ჩათვლიდნენ. ცხადი იყო, რომ მეტოქის ფეხბურთელმა თამაშის წესები დაარღვია. გაშვებული გოლის მიუხედავად, ჩვენ სიმშვიდე შევინარჩუნეთ და შანსების გამოყენება შევძელით. "ახლა ძალების აღდგენა და შემდეგ თავდაჯერებულად გამგზავრება გვჭირდება," აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა. 30 ტურის შემდეგ "ლივერპული" ინგლისის ჩემპიონატში 73 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ "სიტის" 1 ქულით ჩამორჩება.  

სხვა სტატიები