Belive

კლოპი: ,,მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, განსხვავებულ ლივერპულს ვიხილავთ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ,,მერსისაიდელთა'' მდგომარეობა შეიცვლება, თუმცა ეს არაერთ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული:

,,მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სხვა ,,ლივერპულს'' ვიხილავთ - ვივარჯიშებთ, ტრავმირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან. თუმცა, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რა პირობებში ჩამოვლენ ჩვენი მოთამაშეები მსოფლიო ჩემპიონატიდან. ახლა აქ ძალიან ბევრი ,,თუ'' არის, ამიტომ არ მაინტერესებს, რა მოხდება მუნდიალის შემდეგ, მხოლოდ ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ.

ვგრძნობ თუ არა, რომ ფეხბურთელები უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიქრობენ? ჩვეულებრივ, ტურნირი ზაფხულში ტარდება, როგორც დიდი ფინალები. თუ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისთვის ან ლიგაში დარჩენისთვის გადამწყვეტი მატჩია, არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც ვიცნობ, ვინც გაიფიქრებს, რომ ფრთხილად უნდა იყოს... მე ჩემს მოთამაშეებს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ათასი პროცენტით ერთგულები არიან,'' - კლოპის სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.

დღეს, პრემიერლიგის მე-14 ტურში, ,,ლივერპული'' ,,ლიდსს'' უმასპინძლებს.

11 თამაშის შემდეგ, კლოპის გუნდს 16 ქულა და სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები