Belive

კლოპი - ფაბინიოს ტრავმა ახლა ყველაზე ნაკლებად გვჭირდებოდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში "ლივერპული" "მიდტიულანდს" დაუპირისპირდა. "ენფილდზე" გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. გამარჯვების მიუხედავად, მერსისაიდული გრანდის მთავარი მწვრთნელი - იურგენ კლოპი, მორიგი დილემის წინაშე აღმოჩნდა. შეხვედრის 30-ე წუთზე, ფაბინიომ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. ვირჯილ ვან დაიკის ტრავმის შემდეგ, ფაბინიოს დანაკლისი "ლივერპულს" ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა. მატჩის დასრულების შემდეგ, იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა და ფაბინიოს ტრავმა ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა.
"ფაბინიოს ტრავმა ახლა ყველაზე ნაკლებად გვჭირდებოდა. რისი თქმა შემიძლია? ბარძაყის კუნთი დაიზიანა და ტკივილი იგრძნო. გაუსაძლის ტკივილს არ გრძნობდა, თუმცა ძალიან სამწუხარო ინფორმაციაა. ფაბინიომ გვითხრა, რომ თამაშის გაგრძელება სურდა მაგრამ სირბილი არ შეეძლო - ამიტომ მისი მოედანზე დატოვება არაფერში წაგვადგებოდა", - აღნიშნა იურგენ კლოპმა.

სხვა სტატიები