Belive

კლოპი: "ფეხბურთზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის და ამის გამო შეჩერებული სპორტული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. "ვთვლი, რომ ასეთ საკითხზე ფეხბურთის მწვრთნელი არ უნდა საუბრობდეს, რადგან იგი ამაში კომპეტენტური არ არის, მაგრამ გულშემატკივარს ჩვენი აზრის მოსმენა უნდა. პირველ რიგში, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი. ეს ყოველთვის აუცილებელია, მაგრამ ახლა განსაკუთრებით. აქამდე მითქვამს, რომ ჩემთვის მთავარი ფეხბურთია, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს. არ გვინდა ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაში, მაგრამ თუ ეს თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელიბას დაეხმარება, ხმის ამოუღებლად დავთანხმდებით. გთხოვთ, იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ერთმანეთზე",-თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები