Belive

კლოპი: ,,ფირმინოს მუნდიალს მიღმა დატოვება ჩემთვის დარტყმა იყო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, მისი გუნდის თავდამსხმელზე, რობერტო ფირმინოზე ისაუბრა, რომელიც ბრაზილიის ნაკრების სამუნდიალო განაცხადში ვერ მოხვდა:

,,სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის დარტყმა იყო. რა თქმა უნდა, ისეთი ფეხბურთელის განაცხადს მიღმა დატოვება, როგორიც ბობია, აჩვენებს, რამდენად წარმოუდგენლად კარგი და ნიჭიერია ბრაზილიის ნაკრები. ფირმინოს ყველაფერი რიგზე აქვს, თუმცა ამ ფაქტით იმედგაცრუებულია,'' - განაცხადა კლოპმა.

მიმდინარე სეზონში ფირმინოს ანგარიშზე ,,ლივერპულის'' მაისურით ჩატარებულ 21 შეხვედრაში 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე G ჯგუფში სერბეთის, შვეიცარიისა და კამერუნის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ტიტეს გუნდი პირველ შეხვედრას 24 ნოემბერს, სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები